მოქალაქემ ”ქართული ოცნების” დეპუტატებს პარლამენტში რუსული რუბლები გადმოაყარა.
“არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ მთავრობას! ” – მიმართა პარლამენტის წევრებს ქალმა, რომელიც მანდატურებმა გაიყვანეს.
ოპოზიციამ მოქალაქეს სასესიო დარბაზში გამოთქმული პროტესტისთვის ტაში დაუკრა, რამაც “ოცნება”გააღიზიანა და სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.