“დაჟინებით მოვითხოვთ, გაირკვეს სავარაუდო მოწამვლის გარემოებები” – გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ეს განცხადება ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთა. მან მზადყოფნა გამოთქვა, საჭროების შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში უმკურნალონ.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო მოწამვლის გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმინეთ, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება, დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ძალიან სწრაფად შეძლებს გამოჯანმრთელებას. თუ დახმარებას გვთხოვენ, ჩვენ მზად ვარ აღმოვუჩინოთ, მათ შორის გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში “, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.