დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – “გირჩი ტივი”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის ცოლის ძმა პოლიტიკური დევნის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს – ინფორმაციას ამის შესახებ, “გირჩი ტივი”,  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც “გირჩი ტივი” წერს, დარჩიაშვილის ძმა თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას ასახელებს.

“გირჩი ტივის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი დარჩიაშვილის, ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე, იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

მიზეზად კი, ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნას.” – ნათქვამია ”გირჩი ტივის” განცხადებაში.