”დარწმუნებულები ვართ, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს – ქართული ოცნებიდან წასული 3 დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი მორიგ განცხადებას აქვეყნებს და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის დისკრეტიდაციას ცდილობს.
“მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს”. – წერია ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის განცხადებაში.