ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში “სათანადო პირობებია”.
ამავე დროს, მისი თქმით, სახელმწიფოს მონიტორინგის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
“მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ამ საქმეებზე აპელირება. ვინაიდან, ეს არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც გამოძიება მიდის და აქ რაიმე დასკვნების გამოტანა წინასწარ არ შეიძლება, ამიტომ აპელირებაც არასწორია.
რაც შეეხება თავად ნინოწმინდის პანსიონატს, მე დარწმუნებული ვარ, რომ, რა თქმა უნდა, იქ არის სათანადო პირობები. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის შესაძლებლობა. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს და არასრულწლოვნებს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და შესვლის შესაძლებლობა. არის შესაბამისი ინსტიტუტი, მათ შორის არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მონიტორინგი”,- თქვა პაპუაშვილმა.
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, რომ მას რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ, ასევე, აყენებდნენ ბრინჯის მარცვლებზე.
სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა.