“გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ განსაკუთრებით ნიღბებს უკან, განსაკუთრებულ სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სპეციალური სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს საპოლიციო ქვედანაყოფებს… როგორც ჩანს, მათ დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონემდე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად ფაქტობრივად მოროდიორობენ იმიტომ, რომ დაზარალებულ და ნაცემ ადამიანებს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.”
აცხადებს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია.