დასავლეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ ჯერათ ისტორიის, რომლის მიხედვით ამბოხებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში საკუთარ მეთაურს ტანკით გადაუარეს. მათი აზრით, ეს “მორალური გამოწვევების“ შედეგია, რომლებსაც რუსი სამხედროები უკრაინაში შეჭრის შემდეგ აწყდებიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
მათ ხაზი გაუსვეს და გაიმეორეს – უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 37–ე მოტომსროლელი ბრიგადის პოლკოვნიკს ამავე ბრიგადის სამხედროებმა ტანკით გადაუარეს. ზოგიერთი ინფორმაციით ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
ერთი ჩინოვნიკი ამბობს, რომ მათი აზრით, ბრიგადის მეთაური საკუთარი ბრიგადის წევრებმავე მოკლეს იმ მაშტაბური დანაკარგების შემდეგ, რაც ბრიგადამ სასტიკ ბრძოლებში განიცადა.
მართალია, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუს პოლკოვნიკს მართლაც გადაუარეს ტანკით, არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულებები, რომ ის მართლაც მოკვდა, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ.
პარასკევს საღამოს მათ გარკვეულწილად თავი შეიკავეს ამის მტკიცებისგან, რადგან სოციალურ ქსელებში საწინააღმდეგო მტკიცებულებები გავრცელდა. მათ თქვეს, რომ ცდილობენ დაადგინონ, ცოცხალია პოლკოვნიკი თუ არა. თუმცა, მათი თქმით ამ ისტორიაში მთავარია არა ის, ცოცხალია თუ არა პოლკოვნიკი, არამედ ის, რომ რუსი ჯარისკაცები საკუთარ მეთაურს აუჯანყდნენ.
თავდაპირველად ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების ამბოხების შესახებ ფეისბუქით უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კიევის ახლოს, მაკაროვთან მებრძოლმა რუსულმა ბატალიონმა პირადი შემედგენლობის ნახევარი დაკარგა. ჟურნალისტი წერდა, რომ ამის შემდეგ ერთ–ერთმა რიგითმა დრო იხელთა და იქვე მდგომ მეთაურს ტანკით გადაუარა, რის შედეგადაც ორივე ფეხი დაუზიანა. პოლკოვნიკი ბელორუსის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ერთ–ერთ ვიდეოში, რომელიც ჩენეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა, ჩანს, როგორ გადაყავთ იური მედვედევი სამხედრო–სამედიცინო ნაწილებს და ის ამ დროს აშკარად ცოცხალია.
დიდი ბრიტანეთი და სხვა დასავლური ქვეყნები თვლიან, რომ რუსი სამხედროების მორალური სულისკვეთება მძიმდება, რადგან მათ ბრძოლებში დიდი დანაკარგები აქვთ. აშშ–ს შეფასებით უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლულია დაახლოებით 7000 რუსი სამხედრო.
დასავლეთის ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინაში შეჭრამდე მობილიზებული რუსული ძალების დაახლოებით ერთი მეექვსედი, და შესაძლოა ერთი მეხუთედიც უკვე ბრძოლისუუნაროა. მიზეზი მაღალი დანაკარგებია, რაც უკრაინული ძალების ძლიერ წინააღმდეგობას მოჰყვა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 16 ათასზე მეტი რუსი სამხედრო.
ბრძოლის დროს უკვე დაიღუპა 7 რუსი გენერალი,