“დასავლეთის პოზიციებს აზიანებს” – ქადაგიშვილი კელი-კრამერის წერილზე

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ეხმინება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დევიდ კრამერის ერთობლივ წერილს. 

ქადაგიშვილი მათ ლობისტურ საქმიანობსა და ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

“საერთო სამწუხარო სურათი გვაქვს, როდესაც ჩვენი მოკავშირე ქვეყნებიდან გარკვეული ყოფილი თანამდებობის პირებისაგან, ყოფილი დიპლომატებისგან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ლობისტურ საქმიანობაში, სუბიექტურ, იდეოლოგიზირებულ ფაქტების დამახინჯებაზე აწყობილ განცხადებებს და წერილებს აცხობენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი მოქალაქეების თვალში დასავლეთის პოზიციებს”,– აცხადებს ქადაგიშვილი.

ერთობლივ წერილში კრამერი და კელი საუბრობენ, რომ საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია. მათი განცხადებით, აშშ-მ სანქციები უნდა დაუწესოს ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, თუ ისინი არასაარჩევნოდ არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში ჩაერთვებიან.