დასავლელი ადვოკატების ჯგუფმა გადაწყვიტა 1 ტრილიონი დოლარი ჩამოართვას რუსულ კომპანიებს და მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში ომის გამო სანქცირებულები აღმოჩნდნენ.
ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.
გამოცემის ინფორმაციით იურისტები, რომლებიც ფირმებს McCue Jury და Partners и Mishcon de Rey–ს ხელმძღვანელობენ, ეძებენ ფულს, რათა სასამართლო პროცესები დააინიცირონ და ქონების კონფისკაციას მიაწიონ. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ “ალიანსი სამართლიანობა უკრაინისთვის“
კონფისკირებული ფულის უდიდესი ნაწილი საქმეების მოგების შემთხვევაში რუსეთის აგრესის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს გადაეცემა, ინვესტორები და იურისტები კი საკუთარ პროცენტებს მიიღებენ.
მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესები მძიმე რთული იქნება და მრავალი თვით გაჭიანურდება. აქტივების დიდი ნაწილი გაუმჭვირვალ ოფორულ იურისდიქციაშია განთავსებული , ამიტომაც მათი ამოღება რთული იქნება და ხანგრძლივი პროცესი დასჭირდება, რადგან მსგავსი სამართლებრივი პრეცედენტები პრაქტიკულად არ არსებობს. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ სანქციებში მოხვედრილმა დაახლოებით 20–მა რუსმა, მათ შორის ფრიდმანმა, აბრამოვიჩმა და ავენმა შეზღუდვები ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. ლონდონური კომპანია McCue Jury & Partners–ის დამფუძნებელმა და პარტნიორმა, ჯეისონ მაკიუმ თქვა, რომ ადვოკატებმა უკვე დაადგინეს 200 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. ახლა იურისტები ეძებენ დაფინანსებას, რომ რუსების წინააღმდეგ სასამართლო დავები წამოიწყონ დიდ ბრიტანეთში 50 000 უკრაინელი დევნილის სახელით.