ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.
“ვაკვირდები მოვლენებს და ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, როგორც ვითარდება სიტუაცია, რადგან 2 თვის წინ, შეთანხმების დადებიდან ერთ კვირაში ჩვენ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას ვაპირებდი. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, კორონავირუსის გამო სტრასბურგში სტანდარტული პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, შესაბამისად, რეზოლუციაც არ მიგვიღია.
რაღაც მხრივ, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმება არ იყო დაფუძნებული რეზოლუციის შიშზე, არამედ გულწრფელ შეთანხმებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას და ყველა პატივსაცემ მხარეს შორის. თუმცა, ეს ასე არჩანს. რა თქმა უნდა, ვერ მეცოდინება, ეს იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსი დიდებული შესაძლებლობა იყო ამის გასაკეთებლად, თუ თავიდანვე ასე ჰქონდათ დაგეგმილი. ძალიან უკმაყოფილო ვარ იმ პოზიციით, რომელშიც ხელისუფლებამ ჩაიგდო თავი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ [ევროპარლამენტარები] დასაწყისშივე ვიყავით ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ ეს შეთანხმების ნაწილი იყო”, – თქვა გრეგოროვამ მედია-პროექტ Пограничная ZONA-ში იგორ კუროპტევისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დღეს განცხადება ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.