“შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უდიერად საუბრობს.

მძიმედ დასნეულებული და დაუძლურებული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი, მეტი არაფერი.

ვერ წარმომიდგენია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაიმე სხვა დასკვნა გამოიტანოს, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში”, 

აცხადებს, ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი.