პარტია ევროპული საქართველო ბიძინა ივანიშვილის ბიზნეცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. სერგი კაპანაძის თქმით, საავტომობილო მსვლელობა 21 ოქტომბერს გაიმართება.
“ოთხშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვგეგმავთ ყველა ქალაქში მასობრივ საავტომობილო აქციას, შეგვიძლია ვთქვათ კოდური სახელწოდებით – დაუპიპინე ბიძინას. ბევრი ადამიანის შეკრება ერთ სივრცეში ჰქმნის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ ამის უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, მხოლოდ ავტომობილებით და სიგნალის მიცემა ბიძინასთვის, რომ მისი დრო ამოიწურა”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ივანიშვილის რეზიდენციასთან მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა დაგეგმა, რომელიც გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მათ ეს აქცია გააუქმეს.