აუდიტის სამსახურმა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის “ალტ ინფოს” პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ 220 000 ლარით დააჯარიმა – წერს ანტიკორუფციული მოძრაობა. სანქციის მიზეზი ის დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება.
”ანტიკორუფციული მოძრაობა მიესალმება აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას ,,ალტ-ინფოს” პოლიტიკური პარტიის ,,კონსერვატიული მოძრაობის” 218 000 ლარით დაჯარიმების შესახებ. ჩვენ 2022 წლის 1 ივნისს აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურს მივმართეთ განცხადებით, მოქალაქეთა გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ შესაძლო უკანონო შემოწირულობასთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურმა „კონსერვატიული მოძრაობა“ იგივე „ალტ-ინფო“ 218 000 ლარით დააჯარიმა. სანქციის მიზეზი ის დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება. საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა იმის დასადგენად, რომ დაკითხულ იქნას ყველა შემომწირველი, რომელიც დაუსაბუთებელ თანხებს სწირავს კონსერვატიულ მოძრაობას.”- ნათქვამია განცხადებაში.