“ჩემს უკანაა მე-3 გამოსასწორებელი კოლონია, სადაც 16 თებერვალს ჩემი შვილი დაიღუპა. მეხუთე დღეა არ მაჩვენებენ მას, არ მაძლევენ ცხედარს და არც მეუბნებიან სადაა. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინო. საკითხის გადაჭრა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მაღირსეთ ერთხელ და საბოლოოდ შვილის ნახვის უფლება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რათა ადამიანურად დავკრძალო.”
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს.