დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სამხედრო ოპერაციები უკრაინაში – ICJ რუსეთს

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთის უბრძანა, უკრაინაში სამხედრო ოპერაციები, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

ICJ მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს, სხვა ძალებმა, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, ასევე არ გააგრძელონ სამხედრო ოპერაცია.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც.

“უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ უბრძანა, დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო შემოჭრა. ბრძანება სავალდებულოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს უფრო მეტად მოაქცევს იზოლაციაში”,– დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.