ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დახურონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი.
“ნინოწმინდის პანსიონატში 4 საქმეა აღძრული, ერთი გაუპატიურების მუხლით. საერთოდ როგორ ბედავთ ვინმე იმ ა*ვარი სპირიდონას დაცვას? ეს რომ გუშინ მცოდნოდა, სხვანაირად ვილაპარაკებდი.
საქართველოს მთავრობავ, დაუყოვნებლივ შედით დაწესებულებაში, მარტო ომბუდსმენის შესვლა აღარ კმარა! შედით და დახურეთ ეგ პანსიონი, მანამდე კი არც ერთი დღე არ დატოვოთ ბავშვები მარტო მაგ ძალადობის და გარყვნილების ბუნაგში!”,– წერს პატარაია Facebook–ზე.
დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა.