კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნამახვამში ინტერნეტის შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.
რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ინტერნეტზე წვდომა გუშინ შეუზღუდეს, როდესაც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლება გააპროტესტეს.
კოალიცია აცხადება, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ნამახვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რამაც გაართულა და ხშირად შეუძლებელი გახადა ინფორმაციის დროულად გავრცელება ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, განმარტოს გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.
კოალიცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, შეისწავლოს ნამახვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.