“ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე შემთხვევა და მათი გენეტიკური ანალიზი კეთდება. ლაბორატორიამ ნახა, როცა იშიფრებოდა რაღაც ატიპიური და განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო ცნობილი და ამიტომ იქნა საეჭვოდ მიჩნეული,”- ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ხვალ ან ზეგ უკვე გვეცოდინება არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი შტამი.
„ლაბორატორიაში ნანახია რამდენიმე შემთხვევა და მათი გენეტიკური ანალიზი კეთდება. ლაბორატორიამ ნახა, როცა იშიფრებოდა რაღაც ატიპიური და განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე იყო ცნობილი და ამიტომ იქნა საეჭვოდ მიჩნეული. ხანდახან არის ასეთი შემთხვევა, რომ ის არ არის მთლად დადებითი, მაგრამ ლაბორატორია ვერც იმას ამბობს, რომ უარყოფითია. აქაც მოხდა ასეთი რამ, რომ რაღაც ისეთი ინახა, რაც არ ჰგავდა აქამდე არსებულს. ალბათ ხვალ-ზეგ უკვე გვეცოდინება, არის თუ არა ეს ის ახალი შტამი. თუ დამტკიცდა, რომ ეს ის ახალი შტამია, უნდა ველოდოთ ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გამრავლებას. როგორია ვირუსი, ეს ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მოგეხსენებათ, თვითონ კორონავირუსი ბოლომდე არ არის ამოცნობილი, არ არის გაშიფრული და ახალი როგორია, ვერ გეტყვით. ერთადერთი, სამწუხაროდ, ცნობილია ის, რომ ბევრად უფრო სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე ის კორონავირუსი, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. მთელი მსოფლიო ახლა იმედის თვალით შეჰყურებს ვაქცინას და ეს ვაქცინა მუშაობს თუ არა ახალ კორონავირუსზე, ესეც არ ვიცით“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.