2. დღემდე არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ.
3. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე აკვირდებიან, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია.
4. ვისაც არ სჯერა, ვეპატიჟები ჩვენი რეანიმაციების შემოვლებზე.
5. აუცრელები იყენებენ ჰოსპიტალური რესურსის 99%-ს და შესაბამისად, ვინც აიცრა და აქვს სხვა პრობლემა (გულსისხლძარღვთა, ქირურგიული, ა.შ) უკავებენ ადგილს, სამედიცინო პერსონალსა და მკურნალობას. ეს ხალხი იღუპება, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არავაქცინირებულებმა.
6. ანტივაქსერებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის ნაცვლად გამოიჩინეთ საზოგადო პასუხისმგებლობა და შემოგვიერთდით დამხმარე მოხალისეებად თქვენნაირი იდეური და პრინციპული ანტივაქსერების რეანიმაციებში. წინა მოწოდებაზე ერთიც არ გამომხმაურებიხართ, აი არც ერთი!
7. სამედიცინო პერსონალმა თან ვიომოთ და თან თქვენ თეორიული ჰიპოთეზების ქადაგებით სეირს ვუყუროთ, აღარ გამოვა.
პირდაპირ გეკითხებით, როცა დადგება არჩევანი და უკვე ძალიან ახლოსაა, როგორ განვასხვავო და პირველი ვინ დავსვა ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე: ა) ადამიანი რომელმაც არ გამოიყენა ვაქცინა და 99%-იანი შანსი, არ მოხვედრილიყო კოვიდით რეანიმაციაში თუ ბ): აცრილი, რომელიც მწვავე გულის უკმარისობითაა შემოსული და მისთვის აპარატი აღარ მაქვს.
თქვენი არჩევანის თავისუფლება სხვისი ჯანმრთელობის ფასი რატომ უნდა ღირდეს?
P.S აქ კაკუნს და თეორიულ წიაღსვლებს ნუ შემომთავაზებთ, გელით ხალათით, ნიღბით, ხელთათმანებით და დაღლილი სამედიცინო პერსონალით ისევ თქვენივე რწმენის და კრიტიკულად მძიმედ დაავადებული ადამიანების რეანიმაციებში დასახმარებლად.” – წერს ხურციძე.