ბათუმში, “სირცხვილიას” ოფისთან ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები კერძო საკუთრებაში, სადაც ორგანიზაციაა განთავსებული, ძალის გამოყენებით შევიდნენ და ადამიანები დაიჭირეს.
აქტივისტები პოლიციის მხრიდან, ძალის გადამეტების შემთხვევებზეც საუბრობენ.
“კერძო საკუთრებაში ვიყავით, შემოგვივარდნენ, გაგვიტეხეს კარები, ჩამოგვათრიეს კიბეზე, 5 ადამიანი დაჭერილია, გამოგვყარეს ძალით” – ამბობს მოძრაობის ერთ ერთი წევრი “ფეისბუქ ლაივის დროს.
მოძრაობის წევრების ინფორმაციით, პოლიცია ოფისში ჩხრეკასაც ატარებს, თუმცა ისე, რომ მათი მხრიდან ამ პროცესს არავინ ესწრება.