”დახმარებაზე უარი ნიშნავს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე”- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი “ქართული ოცნების” მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს. ამის შესახებ, კუბილიუსმა, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
”ფინანსური დახმარების მოთხოვნაზე უარი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ქართველი ხალხი დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე, ასევე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე, შესაბამის და გამართულ სასამართლო სისტემაზე, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, დანიშნოს მოსამართლეები ისეთი სახით, რაც შეესაბამება ევროპულ სისტემას. ეს ნიშნავს რომ საქართველოდ დარჩება ევროპული კანონის უზენაესობის სისტემის გარეშე… ამას პასუხი უნდა გაეცეს ქართველი ამომრჩევლის მხრიდან, რომელიც საკმაოდ კარგად ხედავს, რა არის საჭირო საქართველოსთვის. ” – განაცხადა კუბილიუსმა.