“დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ, როცა მსოფლიოს ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო” – ამ სიტყვებით მიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს.
“მე აქ მოვედი და თქვენ წინაშე ვდგავარ მამაცების, ჩვენი ომის გმირების სახელით, რომლებიც ახლა სანგრებში, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან, და დამცველების სახელით, რომლებიც უკრაინის ცას მტრის თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან იცავს, ჩვენი მეტანკეების სახელით, რომლებიც უკრაინის საზღვრების აღსადგენად იბრძვის, ჩვენი წვევამდელების სახელით, რომლებიც ახლა წვრთნებს გადიან, მათ შორის აქ, ბრიტანეთში და რომლებიც ფრონტის ხაზზე გაიგზავნებიან. აქ ვდგავარ ყველა მამისა და დედის სახელით, რომლებიც თავიანთ მამაცი შვილების ომიდან დაბრუნებას სახლში ელოდებიან.
[…] ლონდონი კიევის გვერდით პირველივე დღიდან იდგა, სრულმასშტაბიანი ომის პირველივე წამებიდან და წუთებიდან. თქვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, როგორც მოქცეულიყო.”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.