“დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან, არ ვიკბინები” – ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს მიმართავს

“დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან, არ ვიკბინები” – ასე მიმართავს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ პრესკონფერენციიდან ზელენსკის სიტყვებს გამოცემა UNIAN-ი ტელეგრამზე ავრცელებს.

”რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. თუ ახლა არ გინდა უკრაინიდან გასვლა, დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ, მაგრამ არა 30 მეტრის მოშრობით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე მეზობელი ვარ! არ ვიკბინები. ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე, რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ბანკებს არ ვძარცვავთ, სხვის მიწებს არ ვატაცებთ.” –  აცხადებს, ზელენსკი.