“მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარები ჩემს ქვეყანას ურცხვად და უსაფუძვლოდ უტევდნენ და ამაში ფული იყო გადახდილი, ვისურვებდი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები გამოსულიყვნენ, ეს დაეგმოთ და ეთქვათ, რომ ეს არ არისო. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, რომ ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა. ამაში დამნაშავედ ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ. სამწუხაროდ, მან თავი ვერ გაართვა. პირიქით, კელი დეგნანმა მოახერხა და მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი განცხადებებითა და ჩარევებით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა”.

ასე გამოეხმაურა, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას.