დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ასაკის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
ერთ-ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩასულან. დაკარგულის მამა, გიორგი ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა კვალს ვერ მიაკვლიეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.