დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ხვალიდან აქციებს იწყებს. როგორც “მთავარი” იუწყება, მსჯავრდებულის ძმა თორნიკე მამალაძე პარლამენტის შენობასთან კარვის დადგმასაც აპირებს.
უკვე მეოთხე წელია რაც გიორგი მამალაძე საპატიმროში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზიზ გასათავისუფლებლად, მიმართეს პატრიარქს, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ამჟამინდელ პრეზიდენტსაც, სალომე ზურაბიშვილსაც თუმცა დეკანოზის შეწყალებაზე მათ უარი განაცხადეს.
4 წლის თავზე კი ოჯახი იძულებულია პერმანენტული აქციები დაიწყოს მსჯავრდებული მღვდლის გათავისუფლების მოთხოვნით.ხვალ 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომაც არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია იქნება თუ არა განხილვის თემა დეკანოზის საქმე.