დეკანოზ მამალაძის მონახულებისთვის საპატრიარქომ 2 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუწყვიტა – მამალაძე

თორნიკე მამალაძის ინფორმაციის, მისი ძმის, დეკანოზი გიორგი მამალაძის საპატიმროში მონახულების გამო საპატრიარქომ ორ საეკლესიო პირს, მამა ანდრია სარიას და მამა ანთინოგენეს მღვედელთმსახურება შეუწყვიტა. მისი თქმით, ამის მიზეზი დეკანოზის სამაგალითოდ დასჯაა, რადგან სხვა მღვდლემა ხმის ამაღლება ვერ გაბედონ.

მღვდელმსახური მამა ანდრია სარიას თქმით, მსახურების შეჩერება მხოლოდ პატიმრის მონახულების გამო არ მომხდარა, კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მათ წინააღმდეგ საპატრიარქომ ეს სასჯელი გამოიყენა, პეტრე ცაავას მხარდაჭერაა.

იურისტები მამა გიორგი მამალაძეს სახელმწიფო პოლიტიკის მსხვერპლს უწოდებენ. მათი განცხადებით, სახელმწიფოს გულგრილი პოლიტიკაა ისიც რომ მამა გიორგი არ შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ასევე, უარი მიიღეს მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

საქართველოს საპატრიარქო მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბრებში კი თორნიკე მამალაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს უარყოფს.