ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წერილში ასევე აღნიშნულია რომ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მას სჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. მამალაძე ფიქრობს, რომუნდა დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნა სასჯელის გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„როგორც იცით, დაპატიმრებიდან მალევე დამემართა მარჯვენა კიდურების პარალიზება. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია. დამოუკიდებლად ვერ ვმოძრაობ და ჩემი ახლო მანძილზე გადაადგილებაც კი საკაცით უწევთ.
ჩემი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ყველა სამედიცინო დასკვნა ამას ადასტურებს. შესაბამისი მკურნალობის გარეშე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამ დაწესებულებაში ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და მადლიერი ვარ ხელმძღვანელობის და პერსონალის, თუმცა ისეთი დაავადების მკურნალობა, რაც მე მჭირს, სხვა საშუალებებს და რეჟიმს მოითხოვს, ეს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია. ვფიქრობ, უნდა დააკმაყოფილონ სასჯელის გადავადების მოთხოვნა. […] მართლაც, სასჯელის ნახევარზე მეტი მოვიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე და ბევრიც სხვაგვარად დავაფასე. როდესაც გავთავისუფლდები ჩემი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს ჩემს ოჯახს მოვახმარ. ეს წლები, რაც ჩემს შვილებს მოვაკელი, უნდა ავანაზღაურო. ასევე მკურნალობისთვის დამჭირდება მობილიზება. ასე რომ, არ მგონია სხვა რამისთვის დამრჩეს დრო და ენერგია”, – აცხადებს მამალაძე.