ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ვაქცინით აცრა საკუთარი თავის და სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.
“უნდა ავიცრათ! სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს. ერთი წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლო მანძილიდან აცრილი მშობლები და ჩავეხუტე.
ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსავალია. მე 10-ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები. აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის”,– წერს დეკანოიძე Facebook–ზე.