ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძეს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ენმ-ს კანდიდატისთვის მხარდაჭერა დამარცხების ფორმულაა.
დეკანოიძის თქმით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის გარეშე დაამარცხებს.
“მესამე ძალა…არასდროს არავის დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, მათ შორის თუნდაც ისანში მე და გიორგი [ვაშაძე] კონკურენტები ვიყავით. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ჩვენი მხარდამჭერების გარეშე”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.