დეკანოიძის ინფორმაციით, ენმ-დან წაღებულია სერვერები და განადგურებულია არქივი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ-ს ოფისიდან წაღებულია სერვერები და განადგურებულია არქივი.

“დარბეულია მთელი ოფისი, წაღებულია სერვერები და არქივი განადგურებული”, — წერს დეკანოიძე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.