ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ე.წ. დელტა შატმი უფრო მეტად აზიანებს ასაკოვან მოსახლეობას. გაბუნია ამ დასკვნას კლინიკური ჯგუფის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს.
“გასული ტალღიდან გამომდინარე, კვლავაც სიკვდილობის მატება აღინიშნება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის პროპორციულად უფრო მეტი გარდაცვალება მიმდინარე ტალღის პირობებში, ვიდრე ეს იყო გასული ტალღის პირობებში”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.