დემაგოგი ივანიშვილია, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა – გოცირიძე გახარიას პასუხობს

რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პასუხობს და ამბობს, რომ მის მიერ მოტანილი ციფრები სიღარიბესთან დაკავშირებით დემაგოგიური არაა.

მისივე თქმით, დემაგოგი ივანიშვილია.

“თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა და გადააყენა კვირიკაშვილის მთავრობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდის გამო. დემაგოგია ახსენა პრემიერმა პენსიებთან დაკავშირებით, დღეს პენსია არის 75 დოლარი. 2013 წელს იყო 90 აშშ. დოლარი. გვეკითხებიან დოლარებში რატომ თვლითო, ასე რომც არ ვქნათ, პენსიონერების ინფლაცია, ფასების ზრდა მათთვის გაცილებით დიდი ვიდრე საშუალო ინფლაცია ქვეყანაში. რადგან მათი ხარკების უდიდესი ნაწილი სურსათზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ამიტომ პენისორების სიღარიბე გაიზარდა ამათი მმართველობის პერიოდში, თორემ კორონავორუსის პერიოდში დახმარება არ გაუწევიათ”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძემ გახარიას კითხვები გაზრდილ სიღარიბესთან დაკავშირებით დაუსვა და აღნიშნა, რომ პენსია ლარის გაუფასურების გამო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურეს სიღარიბეშია.

“ამას რა უნდა ვუპასუხო? ჩვეულებრივი დემაგოგია”,– უპასუხა გახარიამ.