“როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, გადალახეთ პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა განსაზღვრული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ბევრი დრო არ არის დარჩენილი ოქტომბრამდე, როდესაც ანგარიში გამოქვეყნდება. მე ვიცი, რომ ყველა პრიორიტეტი არ არის შესრულებული და ამასთანავე, გვესმის ახალი ამბავი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, გვესმის სიახლეები, რომ რუსულ ფრენებს იღებს თბილისი, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მიმდინარე ვითარება გამოწვევებით სავსეა. გთხოვთ, რომ დასხედით ერთად და შეასრულეთ ვალდებულებების თქვენი ნაწილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გქონდეთ პოზიტიური ანგარიშის იმედი. […] მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს.[…]ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდე ნტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები”,
განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, რომლის თარგმანს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.