დიდი სამუშაოს და ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ კანდიდატის სტატუსი იყო, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდებოდა. ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ 2012 წელს, ის დემოკრატიული გარდატეხა და ის წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და ქართულმა ოცნებამ მთლიანად, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ და რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება და კიდევ უფრო ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე.