ამ დროისთვის კვლავ უცნობია ლევან ვასაძის დიაგნოზი, რომელსაც კვლევები თურქეთში უტარდება. პოლიტიკური მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი“-ს ლიდერ ლევან ვასაძეს, სტამბოლის კლინიკაში დიაგნოსტიკური გკვლევა უტარდება. ის აქ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამო დიაგნოსტიკისთვის 23 ივნისს გადაიყვანეს.
როგორც მისი თანაგუნდელები ამბობენ, ლევან ვასაძეს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არ არსებობს.
მისი თანაგუნდელი, სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ რომ ლევან ვასაძე ამ დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას თურქეთის კლინიკიდან:
“ჯერ არაფერი ვიცით. მარტო ის ვიცი, რომ ლევანი ხვალ-ზეგ თვითონ ჩაერთვება “ლაივში“ თურქეთიდან და გააკეთებს ვიდეო ან აუდიო განცხადებას. დღესაც შეიძლება ეს გაკეთდეს, ზუსტად არ ვიცი“.