დიდ დიღომში ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში ბინკს აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა ადასტურებს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დიდ დიღომში ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და წლამდე ბავშვი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ცნობით, ისინი ნიგერიის მოქალაქეები არიან.