დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე სუპერმარკეტი იოლი დააყაჩაღეს.
შემთხვევა გუშინ, კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს სუპერმარკეტიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშული 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.