დიდ ქალაქებში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სკოლები 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით სრულად სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადავა. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქების სია ასეთია:

  • თბილისი;
  • ქუთაისი;
  • რუსთავი;
  • თელავი;
  • ზუგდიდი;
  • ზესტაფონი;
  • აჭარა;
  • გორი;
  • ფოთი;
  • მარნეული და
  • გარდაბანი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფ-სასწავლებები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე”,-თქვა ცქიტიშვილმა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 44 522
  • გამოჯანმრთელებულია – 28 633
  • მათ შორის გარდაცვლილია – 362
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 3080
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2264
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4253, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.