“დიდი ალბათობით, რეგიონებში “ნაცმოძრაობა” ყველგან დააყენებს კანდიდატებს “- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იყო ისეთი შეთავაზებაც კი, რომ ყოფილიყო საერთო სიებიც კი ყოფილიყო, რასაც პარტიები არ გამოეხმაურნენ. ჩვენი მიზანია უფრო მეტი პარტიის გაერთიანება, ვიდრე “ძალა ერთობაშია”, მათ შორის ცალკეული ცნობილი და ავტორიტეტული პირების შემოერთება ამ დიდ კოალიციაში. გაერთიანების მომხრე ვიყავით ყოველთვის, ეს დავამტკიცეთ მაშინაც, როცა თბილისში 8 ოლქიდან 6 დავუთმეთ ოპოზიციას და ბოლომდე ეს პროცესი არ არის მისული, ველოდებით და სამწუხაროდ, დრო იკარგება, როცა ორი ოლქი დღესაც არ არის შეთანხმებული. ამიტომ ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის და დიდი ალბათობით , რეგიონებში თუკი იშვიათი გამონაკლისი არ იქნა, “ნაციონალური მოძრაობა” დააყენებს ყველგან კანდიდატებს,”- განაცხადა გოცირიძემ.