“ახლა ძალიან რთულ პერიოდებს გადიხართ. არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო, სადაც მთავრობები ავიწროებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას. ნამდვილად მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელონ ბრძოლა და უბრალოდ დადგნენ პრინციპებისა და ღირებულებების გვერდით. ეს დრო რთულია, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით და თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ. უბრალოდ არ დანებდეთ, ისევე როგორც ჩვენ ამდენი ხანია არ ვნებდებით. იმედია, თქვენ ამდენი დრო არ დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს და უნდა იბრძოლოთ. არ მინდა საქართველო იყოს ისეთი, როგორიც სტალინის პერიოდში და რეპრესიები, როგორშიც ახლა ბელარუსი ცხოვრობს, სადაც არ გესმის, წესები და შეიძლება დაგაპატიმრონ არასწორი ფერების გამო [იგულისხმება ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა], შენს ენაზე საუბრის გამო. იმედია, საქართველოში ამას არ მივიღებთ, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან და ამიტომ, დემოკრატიული ქვეყნები და ერები, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან, გაერთიანდნენ ბელარუსიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით”.
განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ IPN-თან.