კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადებით, დიღმის მასივში 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
“გაცნობებთ, რომ დიღმის მასივის 5-ე და 6-ე კვარტალის მოსახლეობას, 4000 მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები”, – წერია კომპანიის განცხადებაში.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დიღმის მასივში გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება.