ქალაქ დნიპროში რუსული რაკეტის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 18 –მდე გაიზარდა. მათ შორის ერთი ბავშვია.
14 იანვარს ნაშუადღევს, უკრაინის მორიგი მასიური დაბომბვის დროს, ერთ-ერთი რაკეტა დნიპროში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მისი ერთ-ერთი სეგმენტი მთლიანად ჩამოინგრა.
სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ნანგრევებიდან 38 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი. დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.
კვირას დილით, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ 40 ადამიანს კვლავ ეძებენ. მისი თქმით, ამ საათისთვის დაღუპულთა რიცხვი 18-ია (მაშველები 17 მსხვერპლს ასახელებენ).
დაბომბვა შაბათს ისეთ დროს მოხდა, როდესაც ბევრი მცხოვრები, მათ შორის ბავშვები სახლში იმყოფებოდა.
ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, რუსულმა რაკეტამ მთლიანად გაანადგურა ერთი სადარბაზო – 72 ბინა, სადაც, სარეგისტრაციო ინფორმაციის თანახმად, 200-მდე ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის 50-მდე ბავშვი. 16-სადარბაზოიან კორპუსში სულ 1700-მდე მოსახლეა.
„ქალაქ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად მისი ყველა სართული მეორედან მეცხრემდე ჩამოიშალა. ათობით ადამიანი გადარჩა – დაჭრილები და დაშავებულები. მათ დახმარებას უწევენ. მათ შორის არიან ბავშვები. ყველაზე პატარა გოგონა სამი წლისაა. სამწუხაროდ, დაღუპულთა სია ყოველ საათში იზრდება… ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში.
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შესახებ ცნობილი შაბათს, გვიან საღამოს გახდა. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა. ამ თავდასხმების სამიზნე, როგორც ადრე რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
შაბათს არც რუს სამხედროებს და არც რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებიათ ახალ თავდასხმებზე, მათ შორის რაკეტის დარტყმის შესახებ დნიპროში მაღალსართულიან შენობაში. კომენტარის ნაცვლათ კვირა დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ტელეგრამის არხმა გამოაქვეყნა რაკეტის ჩატვირთვის ფოტო წარწერით: „ ვტვირთავთ სრული დატვირთვით“.
რაკეტა X-22
უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმა, რაკეტის მრავალსართულიან შენობაზე დარტყმიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ეს იყო რუსული X-22 რაკეტა, გასროლილი Tu-22M3 ბომბდამშენით.
„რაკეტა950 კილოგრამიანი ქობინით, რომელსაც ავიამზიდების მკვლელს ეძახიან, შექმნილია ზღვაზე ავიამზიდების ჯგუფების გასანადგურებლად, ის შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ნაწილით. და ასეთი რაკეტა ისვრის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, სადაც ხალხია…“ – თქვა მან ტელევიზიით.
რუსეთმა უკვე გამოიყენა X-22 უკრაინის დაბომბვისას. „ასეთი რაკეტა რამდენიმე თვის წინ კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს მოხვდა “, – განაცხადა იგნატმა.
ივნისის ბოლოს, რაკეტა მოხვდა სავაჭრო ცენტრ ამსტორს, როგორც ხელისუფლება იტყობინება, დაიღუპა და დაკარგა 22 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაშინ, რაკეტის ტიპის დასახელების გარეშე აცხადებდა, რომ „ზუსტი იარაღით“ დარტყმა, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალის საცავზე იყო მიყენებული.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია X-22 რაკეტების ჩამოგდება, მოგვიანებით განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
„2023 წლის 14 იანვარს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ხუთი შორი მანძილის Ту-22М3 ბომბდამშენიდან გასროლილი იქნა ხუთი X-22 საკრუიზო რაკეტა. გაშვებები განხორციელდა კურსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვიდან. 2023 წლის 14 იანვარს 15 საათსა და 30 წუთზე რაკეტა შეეჯახა მაღალსართულიან კორპუსს“, – ნათქვამია ოლეშჩუკის განცხადებაში.
”ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო X-22 რაკეტა,” დასძინა მან. ”უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ იარაღი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს ამ ტიპის რაკეტა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 210-ზე მეტი ასეთი ტიპის რაკეტა ისროლეს უკრაინის ტერიტორიაზეა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არც ერთი არ ჩამოუგდიათ “.
ამგვარად, საჰაერო ძალებმა უარყვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის, ოლექსიი არესტოვიჩის განცხადება, რომ დნიპროში რაკეტა სავარაუდოდ ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოიაგდეს.
Х-22 “Буря” (ნატოს კლასიფიკაციით AS-4 Kitchen) არის შორი მანძილის ზებგერითი საჰაერო ბაზირების ხომალდსაწინააღმდეგ საკრუიზო რაკეტა. მისი პირველი მოდიფიკაცია საბჭოთა არმიაში 1968 წელს შევიდა.
ამ რაკეტას უწოდებენ “ავიამზიდების მკვლელს”, რადგან ის თავდაპირველად ზუსტად ამ სამიზნეების განადგურების მიზნით შეიქმნა. თუმცა, X-22-ს ბევრი მოდიფიკაცია აქვს და რომელი იყო გამოყენებული, დნიპროში, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
დნიპროში დაღუპულთა გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.