რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ შესაძლო ოჯახურ ძალადობას ეხმიანება.
“ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! წერტილი. აბა, ახლა მეც ჩამქოლეთ”, – წერს ის Facebook–ზე.
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. მსახიობი ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.
ნინუცა მაყაშვილი შსს–მ დღეს გამოკითხვაზე დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა კოლეგებმაც გამოუცხადეს. მათმა ნაწილმა ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომა აღარ ისურვა.
რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.