კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 15:17

დროა, ჯო ბაიდენი გადადგეს – დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამის 5 მიზეზი არსებობს.

“რაც ჯო ბაიდენმა ავღანეთში გააკეთა, ლეგენდარულია. ამერიკის ისტორიაში ის შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი. დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს, იმისთვის, რაც ავღანეთში გააკეთა. ამასთან, COVID-ის უზარმაზარი ზრდის გამო, სასაზღვრო კატასტროფის, ენერგოდამოუკიდებლობის განადგურებისა და დამანგრეველი ეკონომიკის გამო”,- განაცხადა ტრამპმა.

მანვე აღნიშნა, რომ ბაიდენმა ავღანეთის დატოვება იჩქარა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს, თალიბანმა ქაბული დაიკავა, ავღანეთის პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა.