“მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით დრომოჭმული იმპრეტორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე, მაგრამ ამის უკან დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ კარგად უნდა დავუფიქრდეთ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ცვლილება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხერხდა, წინააღდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა გამოაცხადეს კიდევაც, რომ სინგაპურიზაცია არის მთავარი მიმართულება, ეს ქვეყანა დაემგვანებოდა დიდ ბანაკს, სადაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფს აქვს გარკვეული პრივილეგია – მართოს, აქოს, ვინც უნდა, დაჩაგროს, ვინც უნდა და განხორციელოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს სახელმწისოფს, მათ შორის პოლიტიკური, სამხედრო თვალსაზრისით”
ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი იმედის ეთერში.