საჯაროდ მილოცვა პიარისთვის სჭირდება, არასდროს ყოფილა შვილის დაბადების დღეზე – ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილზე

“ერთადერთი, რაც შენთან ლუკასს აქვს საერთო, მხოლოდ გვარია “- ასე ეხმაურება, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი ჩოგბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

ცოტახნისწინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილთან ერთად, ფოტო გამოაქვეყნა წარწერით : “ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ”.

სწორედ ამ ფოტოს კომენტარებში, დაწერა ნეკა დოროყაშვილმა რომ შვილს, ნიკოლოზ ბასილაშვილთან მხოლოდ გვარი აქვს. დოროყაშვილმა ასევე ისიც დაწერა, რომ ბასილაშვილს შვილი მხოლოდ, პიარისთვის სჭირდება.

“კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ – წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.