დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.