დღევანდელი აქცია, ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„დღევანდელი აქცია, დღევანდელი ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. რამ განაპირობა ეს სასოწარკვეთილება, ეს შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მათ რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო ამბიცია. ამპარტავნება, რომელიც წარმოშობს სასოწარკვეთილებას, რაც ადამიანისთვის დამღუპველია. სასოწარკვეთილებაა ის, რასაც აკეთებენ. მართლა ვერ ვხვდები, რატომ იგდებენ თავს ამ სასოწარკვეთილებაში, რომ არა ეს ფუყე და ფუჭი ამბიცია. მათ მიიღეს ძალიან დიდი მანდატი და შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთონ იქ, სადაც მათ ხალხმა მანდატი მისცა“, – განაცხადა სუბარმა.