დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

საქართველოში კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ.

კინოთეატრებს საშუალება აქვთ მიიღონ მაყურებლის არა უმეტეს 50%. გაზრდილი იქნება სეანსებს შორის დროები, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, ღამის სეანსი 18:00 საათზე დაიწყება.

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, კვლავ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.